პროექტის შესახებ

პროექტი „ლუკას სახარების ძველი ქართული თარგმანის აკადემიური გამოცემის მომზადება“
• დონორი ორგანიზაცია - შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (N 31/64)
• პროექტის განხორციელების ვადები - 2013 წლის მაისი - 2016 მაისი.
• პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფ. დარეჯან თვალთვაძე
• ძირითადი პერსონალი: პროფ. მზექალა შანიძე, ელგუჯა გიუნაშვილი, სოფიო სარჯველაძე, დარეჯან თვალთვაძე, ეკა კვირკველია.
• დამხმარე პერსონალი: ლენა ნიჟარაძე, მარინე ოდიკაძე


პროექტის შესახებ
პროექტი „ლუკას სახარების ძველი ქართული თარგმანის აკადემიური გამოცემის მომზადება“ განხორციელდა 2013-2016 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (N 31/64) და მიზნად ისახავდა ახალი აღთქმის წიგნის, ლუკას სახარების, ძველი ქართული თარგმანის უძველესი სრული და ფრაგმენტული ხელნაწერების მიხედვით აკადემიური ტექსტის გამოსაცემად მომზადებას.

კვლევის დღევანდელ ეტაპზე ბოლო ათწლეულებში მოპოვებული ფაქტობრივი და თეორიული მასალის საფუძველზე წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში მომზადდა ლუკას სახარების აკადემიურად დადგენილი ტექსტი წინაათონური 20 ხელნაწერის (1. ხანმეტი ოთხთავი (VII ს.), 2. ადიშის ოთხთავი (მესტია, 897 წ.), 3. ოპიზის ოთხთავი (Ath-83, 913 წ.), 4. ქსნის ოთხთავი (A-509 X ს.), 5. ჯრუჭის ოთხთავი (H –1660 936 წ.), 6. პარხლის ოთხთავი (A-1453 973 წ.), 7. Sin.-15 (975 წ.). 8. Sin.-30 (979 წ.), 9. A-98 (RT I-213), 10. ტბეთის ოთხთავი (RT III-21 995/955 წ.). 11. ურბნისის ოთხთავი (XI ს.), 12. პალესტინური ოთხთავი (1048 წ.), 13. ქუთ-176 (XI ს.), 14. H-1240 (XI ს.), 15. ქუთ-363 (XI ს.), 16. fr-21 Mat-5633 (X ს.), 17. fr-12 H-1396 XIII-XIV ს., პალიმფსესტის ზედა ტექსტი, 18. (fr-17) H –1791 (XI ს.), 19. Sin-47 (977 წ. სახარებანი საცისკრონი), 20. ანბაბდიდი (საქ. ცენტრალური საისტორიო არქივის ხელნაწერთა ფონდი # 107; IX-X სს.), გიორგი მთაწმიდლისეული 15 ხელნაწერის (1. ალავერდის ოთხთავი (A-484), 1054 წ., 2. კალიპოსის ოთხთავი, ქუთ. 76, 1060 წ., 3. ვატიკანის ოთხთავი, XI ს., 4. Ath. 62, XI ს., 5. შავი მთის ოთხთავი, A-845, XI ს., 6. Sin.-19, 1074 წ., 7. Jer.-49, XI ს., 8. ვანის ოთხთავი, A-1335, XII-XIII სს., 9. ეჩმიაძინის ოთხთავი, XII-XIII სს., 10. გელათის ოთხთავი Q-908, XII-XIII სს., 11. Jer.-93, XII ს., 12. იენაშის ოთხთავი, ს.ი.ე.მ. მესტია N73, XIII ს., 13. Sin 81, XII-XIII სს., 14. Jer.-103 XIII ს., 15. ქურაშის ოთხთავი, XII-XIII სს.) და 6 ლექციონარის საკითხავების მიხედვით (გრაცის, ვენის, ლატალის, კალის, სინას, პარიზის).
ლუკას სახარების ტექსტი წარმოდგენილია შემდეგი სახით:
ლუკას სახარების თითოეული მუხლის აკადემიურად დადგენილი ტექსტი ჩაწერილია რედაქციათა მიხედვით, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების მიხედვით ცალ-ცალკე, ჰორიზონტალურად ისე, რომ მკითხვლის ნათელი წარმოდგენა შეექმნას, თუ რომელ ხელნაწერში რა ტექსტი იკითხება. მუხლებს ქვევით დართულია სქოლიოები, სადაც მითითებულია, თუ რომელი ხელნაწერის მიხედვითაა წარმოდგენილი ეს ტექსტი და რომელ მანუსკრიპტშია ამ ადგილას ლაკუნა. იქვე განთავსებულია ხელნაწერთა ვარიანტული წაკითხვები, სადაც აისახა მცირე სხვაობები, ორთოგრაფიული და კალმისეული შეცდომები. სახარების ძირითად ტექსტს დართული აქვს ამგვარადვე მომზადებული ლუკას სახარების ძველ ქართულ ლექციონარების საკითხავებში დაცული ტექსტიც.
პროექტი განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ქართული ენის ინსტიტუტში, ქართულ ხელნაწერთა შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორია „ორიონში.“
ინფორმაცია პროექტის ძირითადი შემსრულებლების შესახებ
პროფ. მზექალა შანიძე ავტორია ფსალმუნთა ძველი რედაქციების აკადემიურად დადგენილი დღემდე არსებული ერთადერთი გამოცემისა (ფსალმუნის ძველი რედაქციები X-XIII საუკუნეთა ხელნაწერების მიხედვით, გამოსცა მზექალა შანიძემ, I, ტექსტი, თბ., 1960) და ფსალმუნთა ძველი ქართული თარგმანების რედაქციების შესახებ მონოგრაფიისა (მზექალა შანიძე, ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები, თბ., 1979).
ოთხთავის აკადემიური ტექსტის მოსამზადებლად შექმნილი ჯგუფის მიერ (წევრები: ელგუჯა გიუნაშვილი, დარეჯან თვალთვაძე, მანანა მაჩხანელი და სოფიო სარჯველაძე), რომელსაც პროფ. ზურაბ სარჯველაძე ხელმძღვანელობდა, გამოიცა უძველესი თარიღიანი ოთხთავის ტექსტი (ადიშის ოთხთავი 897 წლისა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთეს ელგუჯა გიუნაშვილმა, დარეჯან თვალთვაძემ, მანანა მაჩხანელმა, ზურაბ სარჯველაძემ და სოფიო სარჯველაძემ, თბ., 2003).ამავე ჯგუფის წევრთა მიერ მომზადდა და გამოქვეყნდება ორ წიგნად მათეს და მარკოზის სახარებათა ძველი ქართული რედაქციების აკადემიურად დადგენილი ტექსტები ლექციონართა საკითხავებითურთ და ოთხთავის ტექსტების შემცველი ქართული ხელნაწერების კატალოგი ქართულ და ინგლისურ ენებზე (პროექტი დაფინანსებული იყო INTAS-ის ფონდის მიერ 2006-2009 წწ.).
მზექალა შანიძისა და ოთხთავის აკადემიური ტექსტის დამდგენი ჯგუფის წევრების მიერ 2006-2009 წლებში განხორციელდა პროექტი - „ძველი ქართული ბიბლიური ტექსტებისა და მათი კომენტარების ლინგვისტურ-ტექსტოლოგიური ანალიზი და გამოსაცემად მომზადება“, რომელიც დაფინანსდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და „რუსთაველის ფონდის“ მიერ.ამ პროექტის ფარგლებში: მზექალა შანიძემ შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა მონოგრაფია „ქართული ფსალმუნის სიმფონია,“ გამომცემლობა „ნეკერი,“ თბილისი, 2010; ელგუჯა გიუნაშვილმა გამოაქვეყნა სინის მთაზე დაცული X საუკუნის ოთხთავის ტექსტი Sin-15 და Sin-30-38 ხელნაწერების მიხედვით („სინური ოთხთავი 978-979 წლებისა.“, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ელგუჯა გიუნაშვილმა, გამომცემლობა „ნეკერი,“ თბილისი, 2010); მანანა მაჩხანელმა გამოაქვეყნა IX საუკუნის ანბანდიდის ხელნაწერში დაცული ლუკას და იოანეს სახარებების ტექსტი გამოკვლევითურთ („ანბანდიდი,“ სახარება-ოთხთავის IX საუკუნის ხელნაწერი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა მანანა მაჩხანელმა, გამომცემლობა „ნეკერი,“ თბილისი, 2010).
პროექტის ფარაგლებში განხორციელებული სამეცნიერო მივლინებები:
• 2015 წლის 7-22 ივლისი, ვატიკანის ბიბლიოთეკა, რომის ლა საპიენსას უნივერსიტეტის, ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის, ვენეციის წმინდა მარკოზის სახელობის ეკლესიის ბიბლიოთეკები (იტალია) ( დარეჯან თვალთვაძე და სოფიო სარჯველაძე)
• 2016 წლის 4-10 აპრილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის მუზეუმი (მესტია, საქართველო) ( სოფიო სარჯველაძე, ეკა კვირკველია)

კვლევის შედეგების გაცნობა სამეცნიერო წრეებისთვის მოხსენებებისა და პუბლიკაციის სახით.
• დარეჯან თვალთვაძე, ოთხთავის ათონური რედაქციის უძველეს ხელნაწერებზე დართული კოლოფონები და ათონური რედაქციის ჩამოყალიბების საკითხი/ The Colophons accompanying the Aton Edition of the Gospel Manuscript and the Issue of the Establishment of the Aton Edition: / Electonic Bilingual Scholarly Peer-Reviewed Journal SPEKALI of the Faculty of Humanities at Ivane javakhishvili Tbilisi State University 2015, N 9. http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/magazinHeadlines/9)
• დარეჯან თვალთვაძე, კალიპოსის ოთხთავის ანდერძები, (ნოდარ (ნუკრი) შოშიაშვილის დაბადებიდან 90-ე წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „ისტორიის დამხმარე დისციპლინები – თანამედროვე ტენდენციები“). თსუ 2014, 27-28 ნოემბერი
• დარეჯან თვალთვაძე, ოთხთავის გიორგი მთაწმიდლისეული რედაქციის უძველესი თარიღიანი ნუსხა: „ბიზანტინოლოგია საქართველოში - 4“, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თსუ გამომცემლობა, 2013, გვ. 84-86.
• დარეჯან თვალთვაძე, ეკა კვირკველია - Colophons and marginal Notes in Old Georgian Translations of the Gospels (co.autor. Eka Kvirkvelia); International Symposium "Investigations into Romanian and European Biblical Traditions";8-10 May, 2014, Iasi, Romania;
• სოფიო სარჯველაძე, ახალი მასალები ხელნაწეთა ეროვნული ცენტრის H კოლექციაში დაცული ოთხთავის ნუსხების შესახებ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ტიპოლოგიური ძიებანი, VII, თბილისი 2015, გვ. 420-441
• ეკა კვირკველია, ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში დაცული ოთხთავის შესახებ, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, ქართველური ენათმეცნიერება, III, 2015 წელი. გვ. 216-228
• ეკა კვირკველია, ათონის ქართული კოლექციის სახარების ხელნაწერები (კოდიკოლოგიური ანალიზი), (ნოდარ (ნუკრი) შოშიაშვილის დაბადებიდან 90-ე წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „ისტორიის დამხმარე დისციპლინები – თანამედროვე ტენდენციები“).თსუ 2014, 27-28 ნოემბერი
• ეკა კვირკველია, One colophon in old Georgian translations of the Gospels, Proceedings of International Symposium "Investigations into Romanian and European Biblical Traditions", IV, Iasi,Romania, 2016, pg. 123-127.

პროექტის ფარგლებში ელექტრონულად გამოსაცემად მომზადდა ლუკას სახარების ძველი ქართული რედაქციების აკადემიურად დადგენილი ტექსტები. ახალი აღთქმის ამ წიგნის ბეჭდური გამოცემა რედაქციების ურთიერთმიმართების, სათარგმნი დედნების, ტექსტოლოგიური, კოდიკოლოგიური და ენის საკითხების, ტექსტებში არსებული ლექსიკის შესახებ გამოკვლევებითურთ განხორციელდება მოგვიანებით.