შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო პროექტი (N FR 17-170)
„იოანეს სახარების ძველი ქართული თარგმანის კრიტიკული ტექსტის გამოსაცემად მომზადება“
პროექტის შემსრულებელი სამეცნიერო ჯგუფი
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ მეცნიერები, რომლებიც უკვე დიდი ხანია მუშაობენ ოთხთავის ქართული თარგმანის ტექსტებზე.
XX საუკუნის ბოლო ათწეულში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ზურაბ სარჯველაძემ , რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ბიბლიურის წიგნების ქართული თარგმანის ტექსტისა და ენის საკითხებზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნა მკვლევართა ჯგუფი (ე. გიუნაშვილი, გ. ნინუა, მ. მაჩხანელი, დ. თვალთვაძე, ს. სარჯველაძე), რომლის მიზანს წარმოადგენდა ოთხთავის ქართული თარგმანის კრიტიკული ტექსტის დადგენა ოთხთავის ჩვენამდე მოღწეული ყველა ძველი ხელნაწერისა და უძველეს ლექციონარებში დაცული ოთხთავის საკითხავების ტექსტის შესწავლის საფუძველზე. 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორს და ათეულობით ძველი ქართული ენის ძეგლის გამომცემელ მეცნიერს კარგად ესმოდა, რომ ამგვარი გამოცემის გარეშე შეუძლებელი იყო სწორი დასკვნების გამოტანა ქართული ოთხთავის რედაქციათა შესახებ. ზ. სარჯველაძის ხელმძღვანელობით ჯგუფმა რამდენიმე მნიშვნელოვანი პუბლიკაციის მომზადება მოასწრო: 2000-2002 წლებში 10 უძველესი ხელნაწერის მიხედვით მომზადდა სახარება -ოთხთავის წინაათონური და ათონური რედაქციის ტექსტები, რომელბიც გამოიცა ელექტრონულად (The Old Georgian Four Gospels: Preatonian Redaction, on the basis of the original manuscripts, edited by Elguja Giunashvili, Manana Machkaneli, Sofio Sarjveladze, Zurab Sarjveladze and Darejan Tvaltvadze, Tbilisi and Frankfurt a/M. 1999-2002, ARMAZI version by Jost Gippert. Frankfurt a/M, 7.6.2000/26.9.2002.
http://titus.fkidg1.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/ageo/nt/cinant/cinan.htm; 2) The Old Georgian Four Gospels: Giorgi the Athonite’ Redaction (Giorgi the Hagiorite’s), on the basis of the original manuscripts, edited by Elguja Giunashvili, Manana Machkaneli, Sofio Sarjveladze, Zurab Sarjveladze and Darejan Tvaltvadze, Tbilisi and Frankfurt a/M. 1999 -2002, ARMAZI version by Jost Gippert. Frankfurt a/M, 7.6.2000/26.9.20
http://titus.fkidg1.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/ageo/nt/giornt/giorn.htm
2003 წელს გამოიცა უძველესი თარიღიანი ოთხთავის ტექსტი (ადიშის ოთხთავი 897 წლისა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთეს ელგუჯა გიუნაშვილმა, დარეჯან თვალთვაძემ, მანანა მაჩხანელმა, ზურაბ სარჯველაძემ და სოფიო სარჯველაძემ, თბ., 2003).
ზურაბ სარჯველაძის გარდაცვალების შემდეგ მის მიერ შექმნილი მკვლევართა ჯგუფს არ შეუწვეტია დაწყებული საქმე და მისი წევრები სხვადასხვა პროექტის ფარგლებში აგრძელებდნენ მუშაობას სახარებების შემცველი ძველი ქართული ხელნაწერების შესწავლაზე, კრიტიკული ტექსტის დადგენას და გამოცემაზე. 2017-2020 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული სამეცნიერო პროექტის „იოანეს სახარების ძველი ქართული თარგმანის კრიტიკული ტექსტის გამოსაცემად მომზადება“ (N FR 17-170) ამ საქმის გაგრძელებაა.
• პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფ. დარეჯან თვალთვაძე
• ძირითადი შემსრულებელები - ელგუჯა გიუნაშვილი , სოფიო სარჯველაძე, დარეჯან თვალთვაძე, თინათინ ჯიქურაშვილი
პროექტის შემსრულებელი სამეცნიერო ჯგუფის მიერ გამოსაცემად მომზადდა იოანეს სახარების ძველი ქართული რედაქციების კრიტიკულად დადგენილი ტექსტი, რომელიც განთვასებულია http://ogg.tsu.ge/. იგეგმება ახალი აღთქმის ამ წიგნის ბეჭდური გამოცემაც რედაქციების ურთიერთმიმართების, სათარგმნი დედნების, ტექსტოლოგიური, კოდიკოლოგიური და ენის საკითხების, ტექსტებში არსებული ლექსიკის შესახებ გამოკვლევებითურთ.